კარგი, ცუდი და "წარჩინებული":
ახალგაზრდებისადმი მიმართული პრო - სახელისუფლებო კამპანია “მარტის პროტესტების” შემდგომ
წინამდებარე კვლევა "მარტის პროტესტების" შემდგომ პროსახელისუფლებო აქტორების მიერ ახალგაზრდებზე ზემოქმედების მცდელობების ტენდენციას შეეხება. ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების ერთი სეგმენტის დისკრედიტაციასა და მეორის წამახალისებელ ინიციატივებს შორის არსებულ, ერთი შეხედვით შეუმჩნეველ კავშირებს, კვლევაში, პირობითად, “სტაფილოსა და ჯოხის” მეთოდს ვუწოდებთ.
მომდევნო წლებში საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენებით იქნება დატვირთული. არსებობს მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. შესაბამისად, მათზე ზემოქმედების ტაქტიკების შესწავლა მეტად დროული და საინტერესოა. ქართულ საზოგადოებაში Gen Z თაობის მიმართ გაჩენილი დიდი ინტერესის მიუხედავად, ამ კუთხით არსებული კვლევების ნაკლებობა შეინიშნება. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ამ დანაკლისის შევსებაცაა.