top of page

ნეგატიური კამპანია

პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებიც, ძირითადად, ახალგაზრდებს, როგორც ჯგუფს მიემართებოდა, შეგვიძლია რამდენიმე ფართო ნარატივად დავახარისხოთ. ყურადსაღებია, როგორც გზავნილების შინაარსი, ასევე ამ მათი დროში განაწილება და კონკრეტულ დეზინფორმაციულ ტაქტიკებთან თანხვედრა.

Donate

ნეგატიური კამპანიის ქრონიკა

იარლიყები

გულისხმობს დამამცირებელი ენის გამოყენებას პიროვნების, ჯგუფის ან იდეის უარყოფითი იმიჯის შესაქმნელად. გამოიყენება ოპონენტების დისკრედიტაციისა და დემონიზებისთვის, რათა შემდგომში გამართლდეს მათ მიმართ ძალისმიერი ქმედებები. 


მარტის აქციების დროს ახალგაზრდების მიმართ გამოიკვეთა რამდენიმე იარლიყი: "ანარქისტები," "სატანისტები", "ექსტრემისტები", რომლებმაც მალევე მოიცვა მთელი ინტერნეტ სივრცე. 

შერჩევითი მანიპულირება

 გულისხმობს ინფორმაციის შერჩევით წარდგენას, სურათების, ვიდეოების ან ციტატების დამახინჯებული გზავნილის სახით გადმოცემას. განსაკუთრებით აქტუალურია ციფრულ ეპოქაში. 


აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, “მარტის აქცების” მიმდინარეობისას ხშირად ვრცელდებოდა კადრები, რომლებშიც ასახული იყო აგრესიული ან/და პროვოკაციული ქმედებები. ცალკეული კადრებისგან აწყობილი ვიდეო კოლაჟები, კონტექსტის გარეშე გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალები. პროვოკაციული შინაარსის გაშუქება შერჩევის გზით მანიპულირების ფორმაა.

Donate

გამეორება

მესიჯის ან იდეის ხშირად გამეორებამ შეიძლება ის უფრო ნაცნობი და დამაჯერებელი გახადოს. ამ ტაქტიკით შესაძლებელია შეიქმნას კონსენსუსის ან სიმართლის ილუზია, მაშინაც კი, თუ ინფორმაცია არ არის ფაქტობრივი.


ამ ტაქტიკის გამოყენებისას ორი ძირითადი გზავნილი გაჟღერდა:

  • "გარკვეული ძალები/ქვეყანები/ორგანიზაციები ახალგაზრდებს იყენებენ"

  • "აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს კანონი არც კი ჰქონდათ წაკითხული"

დიდი ტყუილი

ეს ტაქტიკა გულისხმობს ყალბი განცხადებით ან ფაქტებით მანიპულირებას და მათ გამეორებას იმდენად ხშირად და ისეთი თავდაჯერებულობით, რომ საბოლოოდ ისინი აღიქმება, როგორც სიმართლე. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების აზრით, არავინ იქნება ისეთი თავხედი, რომ ამხელა მასშტაბის ტყუილი გაავრცელოს. ამგვარ დეზინფორმაციას თან სდევს გამეორების ტექნიკაც, რომელიც მესიჯის ან იდეის იმდენად ხშირად გავრცელებას გულისხმობს, რომ ის  ნაცნობი და დამაჯერებელი ხდება. ამ ტაქტიკით შესაძლებელია შეიქმნას კონსენსუსის ან სიმართლის ილუზია, მაშინაც კი, თუ ინფორმაცია არ არის ფაქტობრივი. 


მარტის აქციების დროს გავრცელებული ნარატივებიდან ყველაზე დიდი ინტენსივობით ვრცელდებოდა უსაფუძვლო ბრალდება ახალგარდების რომელიმე პოლტიკურ ძალასთან მიკუთვნებულობის შესახებ.

Donate

Scapegoating

კონკრეტული ჯგუფის ან ინდივიდის დადანაშაულება საზოგადოებრივ პრობლემებსა თუ გამოწვევებში. მთავარი მიზანია, გადაიტანოს ყურადღება რეალური საკითხებიდან და შექმნას საერთო მტერი, რომლის წინააღმდეგაც ხალხის აზრი გაერთიანდება.


გარდა იმ მსხვილი ჯგუფებისა, რომლებიც მთავრობის წევრების მიერ უსაფუძვლოდ იყვნენ ბრალდებულნი აქციის ორგანიზებაში, მარტის აქციებზე დაკავებულ იქნა კონკრეტული პირიც, ლაზარე გრგორიადისი, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით. 

შეთქმულების თეორიები

დაფარული ინფორმაციისადმი ინტერესი ყველა ადამიანს აქვს, შესაბამნისად, მისი გამოყენება პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის მარტივია. ვრცელდება უსაფუძვლო თეორიები, რომელთა მიზანია უნდობლობისა და ეჭვის გამოწვევა ოფიციალური ნარატივების მიმართ.

 
"მარტის აქციების" პერიოდში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავრცელდა კადრები, სადაც "ჩანდა როგორ ამზადებდნენ მონაწილეები მოლოტოვის კოქტეილებს". რეალურად, კადრში ჩანს ფიოზიოლოგიური ხსნარის ბოთლები, რომელბასც მონაწილეები ცრემლსადენი გაზისგან დაზიანებული თვალების ამოსარეცხად იყენებდნენ)

სატირა/პაროდია

მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ არსებულმა სატირული ხასიათის გზავნილებმა, შესაძლოა საზოგადოებაში არსებული განწყობები შეამსუბუქოს ან/და შეცვალოს გამავრცელებელი ძალის სასარგებლოდ.  ამიტომ, ხშირად ხდება მიმდინარე მოვლენების პაროდიულად გაშუქება, აქტორების დისკრედიტაციის მიზნით.

აქციების პერიოდში, ამ მხრივ ძირითადი აქტორი ფეისბუქ პროფილი “ტერენტი გლდანელია”

Bandwagon Effect

ხშირად აგრესიული ქმედებების გამართლება ხდება სხვების მაგალითების დახმარებით. “სხვებიც აკეთებენ ამას”.

 

მარტის აქციების დროს პოლიციის თანამშორმების მიერ აქციის წევრების დაკავება და დარბევა სწორედ ამ ნარატივით გამართლდა. 

მიზანში ამოღება

პროპაგანდისტები სამიზნედ ირჩევენ ცნობილ ადამიანებს. ეს ინდივიდები ხშირად არიან ისინი, ვინც ფლობს გავლენას, ძალაუფლებას ან პოპულარულია მასებში. შესაბამისად, მათი დისკრედიტაციის გზით შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. 

აქციების პერიოდში

სოციალური დაყოფა

ხშირად იწვევს კონფლიქტებისა და დაპირსპირების ზრდას საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის. 
 

მარტის აქციების მიმდინარეობისას, სოციალური დაყოფა გამოვლინდა პოლიციის თანამშორმლებსა და აქციის მონაწილე ახალგაზრდებს შორის, რამაც გამოიწვია პოლარიზება და ე.წ “Us vs. Them Mentality-ის” გაძლიერება. რასაც მოჰყვა მთავრობის წევრების მიერ პოლიციის თანამშრომლების მიმართ გაძლიერებული მორალური მხარდაჭერა. 

bottom of page