top of page

კვლევის მეთოდოლოგია

1234.jpg

IBEX

კვლევის საწყის ეტაპზე, Disinfoobserver (ISFED)-ის დახმარებით მოხდა ისეთი პოპულარული დახურული ჯგუფების, ანონიმური მომხმარებლებისა და გვერდების გამოყოფა, რომლებიც ყველაზე ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. აღნიშნული დაკვირვების საფუძველზე შეიქმნა საძიებო სიტყვების სისტემა, რომელთა გამოყენებითაც, IBEX ხელსაწყოს დახმარებით, ვიპოვეთ 809 ნეგატიური 609 პოზიტიური მესიჯების შემცველი პოსტი. მონაცემთა ორგანიზების მიზნით, გამოყენებულ იქნა Python-ის პროგრამული ენა, რომლის საშუალებითაც მოხდა IBEX-ით მოპოვებული მონაცემების დახარისხება. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდა Pandas ბიბლიოთეკით.

MEDIASPEECH

კვლევის შემდგომ ეტაპზე, Mediaspeech ხელსაწყოს გამოყენებით გამზადდა ტელეკომპანია POSTV-ზე შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემა “კონსერვატორიის” მარტის თვეში გასული სამი ეპიზოდის ტრანსკრიპტი.

330346038_518191987169240_3961427752108566586_n.jpg
67889.jpg

მონაცემთა ზოგადი დამუშავების შემდეგ, მოხდა მოპოვებული ინფორმაციის რამდენიმე ძირითად ნარატივად კლასიფიკაცია და გამოყენებული პროპაგანდის ტაქტიკების გამოყოფა. ამ პროცესში, მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ნარატივების შინაარსი და მათი გავრცელების დრო, ისე მათი შესაბამისობა კონკრეტულ ტაქტიკებთან.

bottom of page